ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შოტლანდიური ტურნეს ფარგლებში ახალი დღე სენტ-ენდრიუსში დიწყო. ეს ადგილი წყვილისთვის სიმბოლურია, რადგან სწორედ აქ დაიწყო მათი რომანი. მეუღლეების პირველი ლოკაცია ვესტ-სენდის სანაპირო აღმოჩნდა. ქეითმა და უილიამმა მთელ რიგ სპორტულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
კლასიკა ერთ ფერში – ქეით მიდლტონი „მასიმო დუტის“ კრემისფერ პალტოში
ქეით მიდლტონმა ვიზიტისთვის წინასწარ ყველაფერი გათვალა და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობისთვის სამოსიც წინასწარ შეარჩია. ეს ის იშვიათი მომენტია, როდესაც ქეითი ჯინსებსა და და ბათინკებში ვიხილეთ.
ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მეუღლეებმა ფანტასტიკური დრო გაატარეს ვესტ-სენდის სანაპიროზე. სენტ-ენდრიუსში უილიამისა და ქეითის ჩასვლას, განსაკუთრებულად ელოდნენ, რადგან ეს ის ქალაქია, სადაც მომავალი მეუღლეების რომანი დაიწყო.




