LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი კანადაში შვილებთან ერთად ჩავიდნენ (ფოტო/ვიდეო)

107

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ოფიციალური ვიზიტით კანადას სტუმრობს. აეროპორტში პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან, ჯორჯთან და შარლოტასთან ერთად გამოჩნდნენ. წყვილისთვის ეს უკვე მეორე ვიზიტია კანადაში. სამეფო ოჯახს აეროპორტში კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და მისი მეუღლე, სოფია დახვდნენ. მოგვიანებით კი, ქეითმა და უილიამმა მონაწილეობა მიიღეს საზეიმო ცერემონიაში, რომელიც მათი ვიზიტის საპატივცემულოდ გაიმართა.

ცხადია მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ პატარა მონარქებიც. პრინცი ჯორჯი, რომელიც ტრადიციისამებრ აკადემიურ სტილში გამოწყობილი გამოჩნდა მშობლებთან ერთად  და შარლოტა, რომლის ხილვაც დიდი იშვიათობაა. ცნობილია, რომ პრინცი უილიამი მეუღლესთან ერთად კანადაში პირველ ოქტომბრამდე დარჩება და წყვილი 30-მდე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g