19 მარტს პრინცი ჰარი ნეპალს ხუთდღიანი ვიზიტით ესტუმრა, თუმცა შთაბეჭდილებებით იმდენად დაიტვირთა, რომ დაბრუნება გადაწყვიტა. პრინცი Team Rubicon-ის ჯგუფს შეუერთდა, რომელიც გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მუშაობს.
5 აპრილს კი ჰარიმ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა სოფლის სკოლის მშენებლობაში – ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად ის ეზიდებოდა ცემენტს, გადაჰქონდა ნივთები ერთი ადგილიდან მეორეზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ შარშან მომხდარი მისიწძვრის შედეგად სოფელში სახლების 95% დაინგრა, რომლის შედეგადაც 250-მდე ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში სკოლაში ვეღარ დადის.