LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში მატებაზე კომენტარი გააკეთა (ვიდეო)

95

გუშინ, კენსინგტონის სასახლემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი მალე მესამე შვილის მშობლები გახდებიან.

გუშინვე, პრინცი ჰარი საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ვარჯიშს დაესწრო, პარალელურად კი მისი ოჯახის სიახლის შესახებ კომენტარის გაკეთებაც მოასწრო:

„არაჩვეულებრივია. დიდი ბედნიერებაა ყველასთვის. კეტრინი გარკვეული პერიოდი არ მინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს“, – განაცხადა ჰარიმ.

შეგახსენებთ, რომ კეიტსა და უილიამს უკვე ჰყავთ 4 წლის პრინცი ჯორჯი და 1,5 წლის პრინცესა შარლოტა. რაც შეეხება თავად ჰარის, ის მსახიობ მეგან მარკლს ხვდება. არაოფიციალური ინფორმაციით, წყვილი უკვე დანიშნულია და 2018 წელს დაქორწინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები