მედიკოსებმა შეძლეს, ოფიციალურად დაედასტურებინათ, რომ ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის, პრინცის გარდაცვალების მიზეზი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ზედოზირება გახდა.
დასკვნაში სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 57 წლის მუსიკოსმა მიიღო სინთეტიკური ოპიოიდის ფენტალინის სასიკვდილო დოზა, რაც მისთვის ექიმს არ დაუნიშნავს.
მანამდე კი მედია წერდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრინცი ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატ Percocet-ზე იყო დამოკიდებული. ექიმებმა აღნიშნულიწამალი მუსიკოსს 2009 წელს გამოუწერეს, პრინცის ჯანმრთელობაზე კი აღნიშნულ წამალზე დამოკიდებულება ნეგატიურად აისახა.
პრინცი 21 აპრილს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.