LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიორიტეტულია ჯანმრთელობა: კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლებას ითხოვენ

286
kavkasoa

არ წყდება კამათი იმის შესახებ, როგორ უნდა გაგრძელდეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა.

ბევრის აზრით, სწავლა ონლაინრეჟიმში უნდა გაგრძელდეს. ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რადგან ის ჩვენთან დიდხანს დარჩება. შესაბამისად, სწავლა დისტანციურად დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ამ შემთხვევაში სტუდენტი სათანადო განათლებას ვერ იღებს.

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს. სტუდენტების თქმით, სასწავლო დაწესებულება, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სწავლის პროცესის აუდიტორიებში და, ასევე, შუალედური გამოცდების უნივერსიტეტში ჩატარებას გეგმავს.

სტუდენტები აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სწავლების ონლაინ რეჟიმში განახლებას მოითხოვენ.

“მიგვაჩნია, რომ განათლების ხარისხის შენარჩუნებაზე პრიორიტეტული ამჟამად არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იქნება თუ არა სანიტარული ნორმები დაცული, ეს ვერ შეაკავებს ვირუსის გავრცელებას, რადგან უნივერსიტეტამდე მოსასვლელად რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მოგვიწევს. ამასთანავე, შეუძლებელია უნივერსიტეტში სრულად ვიყოთ დაზღვეული ვირუსის გავრცელებისგან”, – აცხადებენ სტუდენტები.

ამ დროისთვის პეტიციას 3210 ხელმომწერი ჰყავს.

ყველა უნივერსიტეტი გადამოწმებულია და სტუდენტთა უსაფრთხოებაც დაცულია

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით,  დღეიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განახლდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g