LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებული ოპერატორის მიმართ სასამართლომ ხულიგნობის ფაქტზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

127
სერგი ბარამიძე

„მთავარი არხის“ ოპერატორს სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, შემდეგ კი გათავისუფლეს, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, სერგი ბარამიძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაწყებული სამართალწარმოება შეწყდა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ნინო ქათამაძე: „თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია“ – მოსამართლემ ცხრა პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მათ შორისაა მუსიკოსი ნინო ქათამაძეც

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რაც შეეხება 173-ე მუხლს, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო და ოპერატორს სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ სერგი ბარამიძე ადგილზე უმისამართოდ იგინებოდა და პოლიციას მუშაობაში ხელს უშლიდა.

სერგი ბარამიძეც და მისი ადვოკატიც ასაბუთებდნენ, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და ადგილზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ბარამიძის განმარტებით, იქ თუ ვინმე იგინებოდა, ეს ნიღბიანი პირები იყვნენ, ამასთან, მას სახეში მუშტი სპეცრაზმელმა ჩაარტყა.

სახალხო დამცველი: „როცა შსს-მ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში“

სერგი ბარამიძე სამართალდამცავებმა 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, იმ დროს დააკავეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ოპერატორი ადგილზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას ორის მომხდარ დაპირისპირებას იღებდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

დაკავებიდან მალევე, სერგი ბარამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი განცხადებით, მას სამართალდამცავებმა „კარგად ურტყეს“, ბარამიძეს თვალიც ჩალურჯებული ჰქონდა.

ბარამიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g