LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკრედიტ ბანკის სივრცე 24/7 – განსხვავებული ხედვა საბანკო მომსახურებაზე

187

თანამედროვე დიზაინით მოწყობილი გარემო, ინოვაციური აპარატები  და საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობა დღე/ღამის ნებისმიერ დროს, არის ის, რასაც პროკრედიტ ბანკის ყველა ფილიალში შეხვდებით. თუმცა პროექტი, რომელიც ბანკმა თბილისისა და ბათუმის ფილიალებში განახორციელა, სრულიად განსხვავებულია სხვა ფილიალების დიზაინისგან.

როგორც ”ფორტუნას” პროკრედიტ ბანკიდან აცნობეს, ახალი  კონცეფცია ინოვაციურ და თანამედროვე სივრცე 24/7-თან ერთად, უნიკალური შიდა ინტერიერით გამოირჩევა. აქ ყველა დეტალი მაქსიმალურადაა მორგებული კლიენტის კომფორტზე. სივრცე საქმიანი გარემოს, ხელოვნებისა და ბუნების სინთეზია.

განსხვავებული დიზაინის გარდა, უახლესი ტექნოლოგიებითა და ინოვაციური აპარატებით აღჭურვილი ოფისები,მომსახურების მიღებას დღე/ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მარტივსა და ეფექტურს ხდის. თანხის შეტანა/გატანის ოპერაციები, გადარიცხვები,  ინტერნეტ ბანკინგზე წვდომა, კონტაქტ ცენტრის პერსონალური ასისტენტების მუდმივი მზაობა და მხარდაჭერა, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მომსახურებებისა, რომლის განხორციელებაც პროკრედიტ ბანკის ინოვაციური აპარატებით ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი”, -აცხადებენ პროკრედიტ ბანკში.

მათივე ცნობით, ცხოვრების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, როდესაც მომხმარებელს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება სამუშაო საათებში ბანკის ფილიალში სტუმრობისა და რიგში დგომისთვის, სივრცე 24/7 მარტივი ბანკინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

ევროპული ბანკი მომხმარებელს სრულ დამოუკიდებლობას სთავაზობს საბანკო ოპერაციების მისაღებად და ამისთვის, შესაბამის კომფორტულ გარემოს უქმნის თვითმომსახურების სივრცე 24/7-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g