LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

149
მამუკა ხაზარაძე

პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით დაიწყო“, – ამის შესახებ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ.

როგორც „ფორტუნას“ პროკურატურაში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ნიკა გვარამია: „ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე – ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით არ გამოვცხადდებით“

„მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე“. – წერს ნიკა გვარამია.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია, პროკურატურას მამუკა ხაზარაძის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს.

როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე, „მისი მრავალჯერ გაფრთხილების მიუხედავად“, არ გამოცხადდა.

წულუკიანის განმარტებით, საქმე პროკურატურაში დღის ბოლომდე გადაიგზავნება.

ცნობისთვის, 25 მარტის კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმე – შპს „მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, „მაგნატის“ მესაკუთრე იყო. 

სხდომაზე დაბარებულები იყვნენ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. სხდომას არცერთი მათგანი არ დასწრებია. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ „ცირკში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g