LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ მოკლული დავით სარალიძის მამის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

99

მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამამ, რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობასთან, როდესაც ის აბარებდა განცხადებას, სავარაუდოდ, პროკურატურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, დისკრედიტაციის მიზნით მობილური ტელეფონის მეშვეობით უღებდნენ ვიდეოს.

„აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რათა დადგინდეს რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის კანონდარღვევას. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ამოღებული და შესწავლილი იქნება თბილისის პროკურატურის შენობის პერიმეტრის ყველა სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერი. ამასთან, მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ზაზა სარალიძეს შესთავაზა შეხვედრა გასაუბრების მიზნით, რათა საგამოძიებო უწყებამ მიიღოს მისგან სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია,“ – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g