პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყოს გამოყენებული.
გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.
პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.
91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა
ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელიაესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან.
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.