LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი ჯერ ვერ ამბობს, გაასაჩივრებს თუ არა მელიაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას

93
guluashvili

პროკურორმა ამირან გულუაშვილი ჯერ ვერ ამბობს, გაასაჩივრებს თუ არა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ნიკა მელიას გირაო შეეფარდა.

როგორც პროკურორი აცხადებს, ამაზე დოკუმენტის შეფასების შემდეგ იმსჯელებენ.

“როგორც ნახეთ სასამართლოს შესაბამისი პროცედურების მიხედვით არ განუმარტავს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი. თუ რა არგუმენტებით მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ცოტა ხანში ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება და ამ დოკუმენტის შეფასების შემდეგ ვიმსჯელებთ გავასაჩივრებთ თუ არა,”-აცხადებს პროკურორი.

ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g