LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორის ინფორმაციით, შესაბამისმა დეპარტამენტმა გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე ინტერპოლს მიმართა

191
Capture

პროკურორი მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, შესაბამისმა დეპარტამენტმა ინტერპოლს გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე უკვე მიმართა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, შესაბამისმა დეპარტამენტმა, სტრუქტურულმა ერთეულმა უკვე მიმართა ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პროკურორმა.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

დღეს, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა მეორედ შეეფარდა და ახლა უკვე მას მის წინააღმდეგ წარმოებულ სამივე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, ბაჩიაშვილმა არამხოლოდ გირაოს პირობები დაარღვია, არამედ კანონიც დაარღვია და მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ადვოკატის განმარტებით, პატიმრობაშეფარდებული ადამიანის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g