აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტში პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი გახსნამდე დახურეს. შენობიდან ჩამოხსნილი ბანერების ამსახველ კადრებს ინტერნეტში სოსო ზოიძე ავრცელებს.
როგორც ფართის მეპატრონე დავით დავითაძე აცხადებს, მას თავდაპირველად არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია „კონსერვატიული მოძრაობის“ შესახებ.
„კონსერვატორები ვართო, მომატყუეს. „კონსერვატორებიდან“ მე ძიძიგური ვიცოდი და ვიფიქრე, ორ კაპიკს გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ სულ სხვა რაღაც ყოფილა. მერე მითხრეს, ვინც იყვნენ და მოვიცილე“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას ფართის მეპატრონე დავით დავითაძე.
ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს