LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროვოკაციულმა WIfi-მ პილოტს თვითმფრინავის ექსტრემალურად დასმა აიძულა.

24

პროვოკაციულმა WIfi-იმ პილოტს თვითმფრინავის ექსტრემალურად დასმა აიძულა. სააგენტო „Reuters”-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Turkish airlines-ის ლაინერი კენიის დედაქალაქ ნაირობიდან თურქეთში, სტამბოლში მიფრინავდა, როდესაც ბორტზე ნამდვილი პანიკა დაიწყო. მიზეზი კი გახდა wifi-ის ქსელი, რომელსაც სახელად – „ბორტზე ნაღმია“ ერქვა. ბუნებრივია, მგზავრებმა ის აფრენისთანავე შეამჩნიეს და ძალიანაც შეეშინდათ. კაპიტანს სხვა გზა არ ქონდა და სასწრაფოდ დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო, ხომალდი სუდანში დაფრინდა. დეტალური შემოწმების შემდეგ ბორტზე არანაირი ნაღმი არ აღმოჩნდა და რეისი გაგრძელდა. ხოლო, რაც შეეხება პროვოკაციული ქსელის პატრონს, დაისაჯა თუ არა ის – უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები