“პური უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს” – შეიცვლება თუ არა პურის ფასი

138
bread

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პურის ფასის მომატების საშიშროება არ არსებობს.

მალხაზ დოლიძის თქმით, ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 10-15 ლარით ნაკლებია.

„ამჟამად ფქვილის მარაგები არის. გარდა ამისა, ქვეყანაში დიდი რაოდენობით ფქვილი შემოდის და ამან, გარკვეულწილად, ჩვენი წისქვილების მუშაობაზეც იმოქმედა.

ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება, თუ შარშანდელს შევადარებთ, 10-15 ლარით ნაკლებია. მიმდინარეობს შეკრებები იმისთვის, რომ საკვებ პროდუქტებზე, მით უმეტეს, პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასებმა დაიკლოს. არის მოლოდინი, რომ პურის ფასიც შემცირდეს, მაგრამ ამას მუშაობა და დრო სჭირდება.

საქართველოს წელიწადში 800 000 ტონა ფქვილი სჭირდება. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ ხორბლის მწარმოებლები, მხოლოდ მომხმარებლები ვართ. შარშან, პირველად, ფასების გაზრდის გამო, საქართველოში ადამიანებმა ხორბლის წარმოება დაიწყეს და 150 000 ტონა მოიყვანეს. ტენდენცია ასე უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ქართველი მეწარმეების ზარალს, გლეხი ყველაზე კარგი ეკონომისტია. მაშინ, როდესაც ხორბალი 1 ლარი და 10 თეთრი ღირდა, მათ არ ჩააბარეს პროდუქტი და გაძვირებას დაელოდნენ. ამასობაში, ფასი კლებისკენ წავიდა. რა თქმა უნდა, ის, ვინც შრომობს, არ უნდა დაზარალდეს, მაგრამ თავდაცვის მექანიზმებიც არსებობს, მაგალითად, როგორიც დაზღვევაა.

თუ ხორბლის ფასთან მიმართებით პურის ფასმა არ დაიკლო, ამ ფასზე ფოკუსირება კარგ შედეგს არ მოგვცემს. პური უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს.

დღეს არანაირი საშიშროება არ არსებობს იმის, რომ პურის ფასმა მოიმატოს, პირიქით, მუშაობენ იმისთვის, რომ დაიკლოს კიდეც“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს