LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პურის ფასი მტკივნეულად არ შეიცვლება, შეიძლება, 5-10 თეთრის ფარგლებში იყოს – მალხაზ დოლიძე

65
puri-w-h

შეიძლება პურზე ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, შეიძლება, 5-10 თეთრის ფარგლებში იყოს, – ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, პურის ფასის ცვლილება ახალ წლამდე, სავარაუდოდ, არ მოხდება.

„ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა არ შეეხება პურის საცხობებს. ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა იმიტომ, რომ პურპროდუქტებში 20%-ია ხვედრითი წილი ბუნებრივი აირის. რაც შეეხება ფქვილს აქ, უკვე არასასიამოვნო ინფორმაცია მაქვს, მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასი 320 დოლარიდან რეკორდულ ნიშნულზე მივიდა და 350 დოლარი დაფიქსირდა, რაც ძალიან ძვირი და საგანგაშოა. საქართველოსთვის ეს იმის ნიშანია, რომ ალბათ, საქართველომ თავის დროზე თადარიგი უნდა დაიჭიროს, ვაწარმოოთ ეს ხორბალი იმიტომ, რომ ჩვენი მიწა-წყლის პატრონებს ჩვენი ხორბალი უნდა გვქონდეს. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით პურპროდუქტებს სტაბილური და ნორმალური ფასი აქვს“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

მისივე თქმით, არსებობს ყოველდღიური კონტაქტი მინისტრის მოადგილეების დონეზე ყოველდღიურ რეჟიმში, რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ მდგომარეობიდან და მოსახლეობას არ „ეტკინოს“ პურის ფასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g