LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: რუსეთი ვინმეს შთანთქმით დაინტერესებული არ არის

149
Untitled design

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არავის შთანთქმა არ სურს. 

ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ომის კვლევის ინსტიტუტი“: როგორც ჩანს, პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ლუკაშენკო ომში ჩაერთოს

მედიაში გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ სამი წლის შემდეგ მინსკში პუტინის ვიზიტი ბელარუსის ომში მონაწილეობაზე დათანხმებას ემსახურება, პუტინი ასე გამოეხმაურა:

„რუსეთი დაინტერესებული არ არის ვინმეს შთანთქმით. უბრალოდ, ამაში მიზანშეწონილობა არ არის“, – და აღნიშნა, რომ გაურკვეველ „მტრებს“ სურთ, შეაჩერონ რუსეთის ინტეგრაცია ბელარუსთან.

„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად საუბრობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს არ უღრმავდებიან. საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას, ისევე, როგორც ეს მრავალ სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში მიმდინარეობს. ყველაფერი დანარჩენი ზედაპირული და სისულელეა. ეს არის ჩვენი არაკეთილისმსურველების მცდელობები, შეაფერხონ ჩვენი ინტეგრაციული პროცესი. ამას ისინი აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ არ მიიღონ მსოფლიო ბაზარზე ეფექტიანი და მათთვის საშიში კონკურენტები“, – თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვლადიმირ პუტინი ბელარუსს პირველად გუშინ ეწვია. მან პირისპირ შეხვედრა გამართა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს. 

ბერლინი შეშფოთებულია ვლადიმერ პუტინის ბელარუსში ვიზიტის გამო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები