რუსეთის პრეზიდენტის ნათლიმამად წოდებული ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეომიმართვის თაობაზე კრემლში, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც კრემლის პრესსპიკერმა რუსულ მედიას უთხრა, მიმართვა ნახეს, თუმცა ჯერჯერობით რეაქცია არ ყოფილა.
„ჩვენ ვნახეთ (ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვა). არავითარი რეაქცია (ვლადიმირ პუტინის მხრიდან) ჯერჯერობით არ ყოფილა“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მედიამ გუშინ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც პრორუსული უკრაინული პარტია „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს სთხოვს, რომ გაცვალონ უკრაინელ ჯარისკაცებზე და სამოქალაქო პირებზე, ომით განადგურებულ ქალაქ მარიუპოლიდან.
მედვედჩუკი ამ თხოვნით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. თავად უკრაინის გენერალური პროკურატურა კი, მედვედჩუკს ბრალს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში სდებს.
ამავე თემაზე:
მედვედჩუკის ცოლი უკრაინელებს მეუღლის წამებაში ადანაშაულებს
ვიქტორ მედვედჩუკსა და მის მეუღლეს უკრაინაში ქონება ჩამოართვეს
პესკოვი მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის ინიციატივაზე: რუსეთის მოქალაქე არაა