LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი თანხმობას არ იძლევა – რას ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე “აზოვსტალში” არსებულ ვითარებაზე

242
BeFunky-collage

„აზოვსტალი“ ისევ ბლოკირებულია. ალყაში მოქცეულ ქარხანაში მყოფი სამხედროების ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თანხმობას არ იძლევა.

მისივე თქმით, ქარხანაში სამხედრო ოპერაციისა და ბლოკადის განხორციელება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას აუცილებლად გააკეთებდნენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ბევრს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არის სამხედრო ოპერაცია და მისი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია.

„ჩვენ შევძელით ამის გულწრფელად თქმა ახლობლებისთვის, რადგან მათ აქვთ ამის ცოდნის უფლება. კითხვების უმეტესობა, იმედი მაქვს, რომ წაშლილია. იმიტომ, რომ ის წინადადებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში – მოდი, გავაკეთოთ ეს, მოდი გავაკეთოთ ის – რეალურად უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი არ იძლევა თანხმობას, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ ჩვენი აზოვსტალის დამცველები.

ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გადავარჩინოთ აზოვსტალის ჩვენი დამცველები, რომლებიც დღეს რეალურად ფარავს უკრაინის ბევრ რეგიონს, რადგან მარიუპოლის დაცვა რუსული ჯარის დიდი რაოდენობის კონცენტრირებას იწვევს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან უკრაინის სხვა რეგიონებში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები