LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: თუ შეცდომა დაშვებულია, ის უნდა გამოსწორდეს – სახლში დაბრუნდნენ ისინი, ვინც გამოიძახეს სათანადო მიზეზის გარეშე

63
putini_w_h

კრემლის მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას ნაწილობრივი მობილიზაციის დროს დაშვებული ყველა შეცდომის აღმოფხვრა მოითხოვა.

„სამობილიზაციო ღონისძიებათა მსვლელობისას, მოქალაქეებისგან უამრავი ინფორმაცია შემოდის თავად გაწვევის ორგანიზებაზე, აღჭურვის ხარისხზე, საცხოვრებელ პირობებზე და სხვა საკითხებზე. მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ. ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და თავიდან ავიცილოთ სამომავალოდ“, – განაცხადა კრემლის მეთაურმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას.

„აუცილებელია თითოეულ ასეთ შემთხვევის ცალ-ცალკე განხილვა და თუ შეცდომა დაშვებულია, ის უნდა გამოსწორდეს – სახლში დაბრუნდნენ ისინი, ვინც გამოიძახეს სათანადო მიზეზის გარეშე“, – აღნიშნა პუტინმა.

როგორც მან განაცხადა, ნაწილობრივ გაწვევას ექვემდებარებიან მხოლოდ ის პირები, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს; სამხედრო ნაწილში გამგზავრების წინ კი, მათ დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g