LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის ახალი განკარგულება – უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების შვილები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

459
Untitled design (3)

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინაში “სამხედრო სპეცოპერაციის” დროს დაშავებული ან დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ ვლადიმირ პუტინმა დღეს, მოსკოვში გამართული გამარჯვების აღლუმის დროს განაცხადა.

„რუსეთმა პროაქტიურად უპასუხა აგრესიას.. ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ მიწაზე იბრძვიან – ეს არის გამარჯვებულთა თაობა“ – რა თქვა პუტინმა წითელ მოედანზე

პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება “დამატებითი ზომების შესახებ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისა და ფედერალური სამთავრობო უწყების თანამშრომლების მხარდასაჭერად” ოფიციალურ ინტერნეტპორტალზეც გამოქვეყნდა.

დოკუმენტი ეხება დამატებით მხარდამჭერ ზომებსა და განათლების სფეროში შეღავათებს, რომლებითაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დროს ისარგებლებენ.

ამ განკარგულების მიხედვით, ომში დაშავებული სამხედრო პირების შვილები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას სპეციალური კვოტით ისარგებლებენ, ომში დაღუპულების შვილები კი უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან.

“თითოეული ჩვენი ჯარისკაცისა და ოფიცრის გარდაცვალება გამოუსწორებელი დანაკლისია ნათესავებისა და მეგობრებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. სახელმწიფო, რეგიონები, საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ”, – თქვა პუტინმა.

“განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავებს”, – წერია განკარგულებაში.

magti 5g