LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის ახალი შეცდომა, მარცხი, სისუსტე თუ სასოწარკვეთა – როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას

218
Untitled design (1)

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება, ვისაც შეიარაღებული ძალებში უმსახურია, აქვს გარკვეული სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

ვლადიმირ პუტინის ეს გადაწყვეტილება უკრაინაში უკვე შეფასდა, როგორც გარდაუვალი მარცხის ნიშანი. ასევე, როგორც აღნიშნა, ეს ცხადყოფს, რომ მოვლენები კრემლის გეგმის მიხედვით არ ვითარდება.

პოდოლიაკი: „სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს – მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირობისთვის, ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს

მობილიზაციის გამოცხადებას მსოფლიოს ლიდერების შეფასებებიც მოჰყვა.

გაეროს გენერალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის გამოცხადების შესახებ – სისუსტის დამადასტურებელია. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ლიზ ტრასმა განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მარცხისთვის არის განწირული და რუსეთის შემოჭრა მარცხდება

„ამ დილით ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინი ცდილობს გაამართლოს თავისი კატასტროფული წარუმატებლობები და ეს მარცხი გაორმაგდება იმით, რომ კიდევ უფრო მეტ რეზერვისტს გაგზავნის“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. 

„ორმაგ რაოდენობას იმიტომ იძახებენ, რომ ის 150 000 უკვე გონებაში ჩამოწერეს. რა კარგია იყო რუსი პუტინის მმართველობის ქვეშ“ – არესტოვიჩი რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზებას ეხმაურება

რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას სისუსტედ აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც:

„პრეზიდენტ პუტინის მოწოდება, უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ, ასახავს ბრძოლის ველზე რუსეთის ბრძოლას და იმ ფაქტს, რომ პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან“, – აღნიშნულია ბლინკენის „ტვიტში“.

 

 

 

პუტინის განკარგულებას შეცდომა უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტმაც:

„ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო, არის ახალი შეცდომა. რაც ნათლად გვჭირდება არის მშვიდობა და ცეცხლის შეწყვეტა. ომის დონის გაზრდა ცუდი სიახლეა რუსი ხალხისთვის, ცუდი სიახლეა რუსი ახალგაზრდებისთვის და ცუდი სიახლეა მთლიანად რუსეთისთვის, რადგან ეს ქვეყნის იზოლაციას გაზრდის.

დღეს რუსეთი უფრო და უფრო იზოლირებულია და უფრო და უფრო ერთგულია იმ ომის, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს და რომელიც უკანონო და არალეგიტიმურია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. 

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის შეფასებით, ნაწილობრივ მობილიზაციისა და ,,რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ ბრძანებები „სასოწარკვეთის“ აქტია.

„პუტინმა უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის ნება თავიდანვე ვერ შეაფასა სწორად, ასევე ვერ შეაფასა მისი მოკავშირეების ერთიანობა და მიზანსწრაფულობა.

პუტინს არ შეუძლია კრიმინალური ომით მოიგოს, ამიტომ ბოლო გადაწყვეტილებებით ის ყველაფერს უფრო აუარესებს“, – თქვა შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ნატოს გენერალური მდივანი კი მიიჩნევს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება მოულოდნელი არ ყოფილა.

იენს სტოლტენბერგის მოსაზრებით, ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს:

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსკოვში არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიტუაცია შეიქმნება ან რა იარაღს გამოიყენებენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება და სწორედ ამიტომ ჩვენ რუსეთთან კომუნიკაციისას მკაფიო ვართ უპრეცედენტო შედეგებთან დაკავშირებით“, – თქვა სტოლტენბერგმა.

პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებას აფასებენ სლოვაკეთშიც. 

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის განცხადებით, ეს მობილიზაცია პუტინს დაასრულებს:

„რუსი დედების შვილების გაწვევით, ის თავს რთულ პოლიტიკურ პოზიციაში ჩაიყენებს და მე ვვარაუდობ, რომ ეს დასრულდება მისი, როგორც პრეზიდენტის დამხობით“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა, რასაც რუსეთის მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება და აქციები მოჰყვა.

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე 808 ადამიანი დააკავეს

„ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი“ – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი მობილიზაციაზე

ლატვია უარს ამბობს რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g