LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის დაპირება: ჩვენი ქვეყანა დაეხმარება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს, ყველაფრის მოსაწესრიგებლად წინ გვაქვს თვეები, კვირები, წლები

77
Untitled design (5)

რუსეთის პრეზიდენტი ლუგანსკისა და დონეცკის “რესპუბლიკების” მოსახლეობას ჰპირდება, რომ მათ დაეხმარებიან და “ყველაფერს მოაწესრიგებენ.

ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ ერთ-ერთი კონკურსის მონაწილეებთან ონლაინფორმატში შეხვედრის დროს განაცხადა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ რესპუბლიკებში მთელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას წლები დასჭირდება.

“თქვენ უკეთ იცით, რამდენი შაბათი უნდა გაატაროთ იმისათვის, რათა მოწესრიგდეს დონეცკის მთელი ეკონომიკა, დონეცკის რესპუბლიკა, ლუგანსკის რესპუბლიკა. ამიტომ, მთელი ჩვენი ქვეყანა დაეხმარება როგორც დონეცკის, ასევე ლუგანსკის რესპუბლიკებს. დაეხმარეთ თქვენს თანატოლებს და უფროსებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიებზე…

ჩვენ წინ გვაქვს თვეები, კვირები და წლები, რათა ყველაფერი მოწესრიგდეს, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – განუცხადა პუტინმა კონკურსანტებს, რომელთა შორისაც ერთი დონეცკიდანაა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g