LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის ფოტოს გამო დაპირისპირება “მაჭახელაში” – რესტორანმა თანამშრომლები გაათავისუფლა

168

თავისუფლების მოედანზე რესტორან “მაჭახელა-სამიკიტნოში” პუტინის ტრანსფარანტით მისულ სტუმრებს რესტორნის მენეჯერმა და დაცვამ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სტუმარი წერს, რესტორნის დაცვის უფროსმა მათ განუცხადა, რომ “მაჭახელა” პროტესტის გამოხატვის ადგილი არ არის”.

“რუსეთის მიერ ცხვინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლის თავზე ქართულ რესტორან Machakhela – Samikitnoში თავისუფლების მოედანზე ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსების თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრანსფარანტი. მიზეზი ამის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი “პატრიოტი” შემოვიდეს… მოუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს, რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ, მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი გაცილებით მეტი პროცენტით, ვიდრე ტერიტორიები… პრობლემა ჩვენშია ძალიან დიდი.

p.s პროფესიული რჩევაც მივეცით, რომ გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ ეს საქციელი, ვიდრე რამდენიმე “პატრიოტი” რუსი სტუმრის წყენინება,” – წერს ანი გვათუა სოციალურ ქსელში.

 

 

“მაჭახელაში” მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. დღეს რესტორნის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდა, სამსახურიდან გათავისუფლებულია.

 

     

ასევე გათავისუფლებულია სამსახურიდან რესტორან “მაჭახელას” სოციალური გვერდის ადმინისტრატორი, რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ინციდენტს და კონფლიქტში მონაწილეებს ფსევდო პატრიოტები უწოდა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები