ზოგიერთი ვერ ისვენებს, არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინი გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია გახსნას.
“დღემდე ზოგიერთი ვერ ისვენებს, ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს, და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს”, – განაცხადა პუტინმა.