რუსეთის პრეზიდენტმა ჩეჩნეთის ლიდერი ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენით დააჯილდოვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა რამზან კადიროვს ორდენი “ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტიანი გადაწყვეტისთვის” გადასცა.
ჯილდოს შესახებ წერს თავად რამზან კადიროვიც და აღნიშნავს, რომ მიღებულ ორდენს ის წინსვლად აღიქვამს:
“პირადად მე, ჯილდოს წინსვლად აღვიქვამ, პირობას ვდებ, რომ თავდაუზოგავად გავაგრძელებ მსახურებას ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ჩვენი დიდი სამშობლოს – რუსეთის საკეთილდღეოდ”, – წერს კადროვი.