LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ყირიმში ტერორიზმის საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა და დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა

56
BeFunky-collage (15)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ყირიმში ტერორიზმის საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა და დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყირიმის ე.წ ლიდერი, სერგეი აკსიონოვი “ტელეგრამში” ავრცელებს.

როგორც აკსიონოვი წერს, ხსენებული რეჟიმი 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

“ყირიმის რესპუბლიკისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული დაცვის უზრუნველსაყოფად, 2022 წლის 8 ოქტომბრის 20:00 საათიდან 2022 წლის 23 ოქტომბრის 20:00 საათამდე, იმოქმედებს ტერორისტული საფრთხის მაღალი („ყვითელი“) დონე. ყირიმის რესპუბლიკის მცხოვრებლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა საჭირო ზომა სრულად არის მიღებული. რესპუბლიკური და მუნიციპალური ხელისუფლება სრულად აკონტროლებს რეგიონში არსებულ ვითარებას”, – წერს აკსიონოვი.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა.

ამავე თემაზე:

უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას

პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე: „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს”

არახამია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე: “თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g