LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს პირადად აწევს პასუხისმგებლობა ამ ომის დანაშაულზე…თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან ერთად – აზოვის პოლკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი

79
მიკიტა ნად

„თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად“, – ასე მიმართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზოვის პოლკის დანაყოფის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, მიკიტა ნადტოჩი.

მიკიტა ნადტოჩის თქმით, ვლადიმერ პუტინს პირადად აწევს პასუხისმგებლობა ამ ომის დანაშაულზე.

უკრაინამ ოკუპირებულ ელენოვკაში დაღუპული სამხედრო ტყვეების ცხედრების დაბრუნების პროცესი დაიწყო

„დღეების განმავლობაში ისინი უკრაინის არმიაზე იტყუებოდნენ, დღეს კი საკუთარი დანაშაული საელჩოს განცხადებით დაადასტურეს.

მსურს შევახსენო პუტინს, რომელსაც პირადად აწევს პასუხისმგებლობა ამ ომის დანაშაულზე, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ.

თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე, როგორც გიყვართ, ცნობებითა და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება“, – თქვა აზოვის დროებითმა მეთაურმა.

ცნობისათვის, 29 ივლის გამთენიას დონეცკის რეგიონში ოლენოვკას ციხეზე თავდასხმას სულ მცირე 53 უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g