LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PVT-ს და ცესკო-ს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა: კობახიძე

66
130521992-3614479795278606-751727803946276533-o

“მივიღეთ ინფორმაცია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობას” ხმის პარალელური დათვლა (PVT) არ ჩაუტარებია. ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებსა და ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, სადაც წარგზავნილი ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები და მოხარულები ვართ, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს შესაბამის მონაცემებს” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, შედგა კომუნიკაცია ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელთან ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის აქტივობებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით,  „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ აგართვა:

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით”, – თქვა კობახიძემ.

მან ხმის პარაკლელური დათვლის (PVT) მნიშვნელოვანი ასპექტები განამარტა და თქვა, რომ ის ითვლის არა მხოლოდ ოქმებს, არამედ ორგანიზაცია დამკვირვებლის რაგში სრულად არის ჩართული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში, შესაბამისად, PVT-ს და ცესკო-ს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ორგანიზაცია “სამართლიან არჩვენებს”, გაასაჯაროოს ინფომაცია, საარჩევნო უბნების 8 %-ის შესახებ, სადაც თითქოს ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება მთავრობაში ცვლილებები, მან განაცხადა, რომ ფორმირებაზე საუბარი პრემიერის პრეროგატივაა. კონსულტაციები უახლოეს დღეებში შედგება, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასთან, რის შემდეგაც დასახლებდება მთავრობის შემდგენლობა.

ბოლოს კი ოპოზიციური პარტიების პოზიციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ იმედი აქვს, ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ კონსულტაციებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციურ სპექტრში საკმარისად აღმოჩნდებიან პარტიები, რომლებიც გამოხატავენ ასეთივე მზაობას მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის.
ოპოზიცია გაყოფილია ორად, არიან არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ მზაობას აფიქსირებდა და ალბათ მომავალშიც დააფიქსირებს. მარტივად შეგვიძლია გავმიჯნოთ, არის ნაციონალების პატარა კლასტერი, რომელიც თავისი ბუნებით არის არაჯანსაღი და პირველი სხდომის წინა დღეს სწორედ მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები.  დანარჩენი ყველა არის ჯანსაღი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

magti 5g