LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქ. ასტანა უმასპინძლებს ჰაკათონს „მდგრადი განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება“

127
ჰაკათონი

15 სექტემბერს, ასტანაში, Google-ისა და StrategEast-ის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, გაიმართება ჰაკათონი „მდგრადი განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება“.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეველოპერებისა და მეწარმეებისთვის უმაღლესი AI უნარების შეძენას, რათა მათ სოციალური და მდგრადობის კრიტიკული საკითხების გადაწყვეტა Google-ის უახლესი AI მოდელის, Gemini-ის გამოყენებით შეძლონ.

ჰაკათონზე იდეების წარდგენა შესაძლებელია 15 აგვისტომდე სპეციალური ბმულის საშუალებით.

ჰაკათონის გამარჯვებული დაჯილდოვდება 5000 დოლარით, მეორე ადგილზე გასული 2500 დოლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული 500 დოლარს მიიღებს. ასევე, შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ ასტანაში მგზავრობის ღირებულება.

ჰაკათონის ფინალურ ღონისძიებაზე ასტანაში მონაწილე გუნდები წარადგენენ საკუთარ ინოვაციურ იდეებს, რომლებიც ორიენტირებულია მდგრადი განვითარების ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება, დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების შემცირება, მიწის დეგრადაცია, წყლის რესურსების მართვა, სოფლის მეურნეობა და საკვების უსაფრთხოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები