LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქაცარავას ცემის კადრებს რომ უყურა იმ 84-მა და მათმა ოჯახის წევრებმა, შვილებმა, ნუთუ არცერთს არ გიმტყუნებთ ნერვები? ერთიც არავინაა თქვენს შორის, ვინც იტყვის – არ ვმონაწილეობ, ხალხისკენ ვარ, ამ ფასად არაფერი მინდა!“- ნათია ფანჯიკიძე

214
ნათია ფანჯიკიძე დავით ქაცარავა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე აქციებიდან ვიდეოს ავრცელებს და სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებულ აგრესიაზე საუბრობს.

როგორც ფსიქოლოგი წერს ის, რომ უიარაღო ადამიანს თავის არეში ურტყამს სამართალდამცველი, შეიცავს სიკვდილის საფრთხეს. 

ვიდეო: „რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად ეს IQ კი არ არის, Chat GPT-ის მალე ისეთი IQ ექნება რომ არავის მოელანდება! ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია მეორე ადამიანის მიმართ“- გია დვალი

ფანჯიკიძე სამართალდამცველებს მიმართავს: „ისევ იმ ფიქრს ეფარებით, რომ “ნაცებს ებრძვით”? ნაცებიც „ჟოპოზიციას” გვეძახდნენ ყველას, გაგახსენებთ და ამგვარად ახერხებდნენ ათასობით ადამიანის დეჰუმანიზაციას“:

ვიდეო: „ერთი მიზეზი მითხარი რატომ ვარ პროვოკატორი? მტკივა რომ მირტყამ… შენ გაძლიერებს იარაღი, ვიღაცის ორი მილიარდი, აქ სხვაობაა“ – რატომ ატირდა აქციაზე ნანკა კალატოზიშვილი

„ასე რა ხალხო, ასე რა… ვერცერთი ადამიანი ვერ უნდა მოიხელთონ მარტო და დაუცველი. დავითა ქაცარავას ცემის კადრებს რომ უყურა იმ 84-მა და მათმა ოჯახის წევრებმა, შვილებმა, რომელთა მეგობრებიც ასევე შეიძლება მსხვერპლი გახდნენ, გიენების ხროვა რომ შეესია ერთ უიარაღო კაცს და თავის არეში ურტყა, რაც ყოველთვის შეიცავს სიკვდილის საფრთხესაც, მინდა ვკითხო, როგორ ხართ? არავითარი არაფერი? ყველაზე მეტად მორალისტობას ვერ ვიტან, ვერც მაქსიმუმის მოთხოვნას ადამიანებისგან და ყოველთვის ვცდილობდი სიყვარული შემენარჩუნებინა და მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდი ნაცების დროსაც, რომ საყვედური არ გამევლო გულში იმ კარგი ადამიანების მიმართ, რომლებიც “ვერ ხედავდნენ” როგორ გვექცეოდნენ ხალხს.

მე ხომ არ ვაკეთებო, იუსტიციის სახლი ხომ კარგიაო, ასე იცავდნენ თავს საკუთარი სინდისისგან და მეც მინდოდა თვალი დამეხუჭა და მეფიქრა, ყველაფერი “უფროსობის ბრალია”, თორემ ეს კარგი ხალხი გულში განიცდიდა-მეთქი. ახლაც ასე მინდა გადავარჩინო ჩემ გულში იმედი, რომ ჩუმად მაინც იტანჯებით ისინი, ვინც ოცნებაში ხართ და ადამიანურ ხალხად გიცნობთ. და მაინც მეფიქრება ეს ფიქრი, ნუთუ არცერთს არ გიმტყუნებთ ნერვები? ერთიც არავინაა თქვენს შორის, ვინც იტყვის – არ ვმონაწილეობ, ხალხისკენ ვარ, ამ ფასად არაფერი მინდა! ამდენ ათას ადამიანში არავინ გიყვართ, არავისთან მეგობრობთ? რანაირად?

ისევ იმ ფიქრს ეფარებით, რომ “ნაცებს ებრძვით”? ნაცებიც “ჟოპოზიციას” გვეძახდნენ ყველას, გაგახსენებთ და ამგვარად ახერხებდნენ ათასობით ადამიანის დეჰუმანიზაციას“- წერს ნათია ფანჯიკიძე.

„სხვას არც ველოდი.. თუმცა ამით ეს პროცესი არ დასრულებულა“ – ნიკოლოზ რაჭველი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე

ასე რა ხალხო, ასე რა… ვერცერთი ადამიანი ვერ უნდა მოიხელთონ მარტო და დაუცველი. დავითა ქაცარავას ცემის კადრებს რომ…

Posted by Natia Panjikidze on სამშაბათი, 14 მაისი, 2024
mazda magti 5g