LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი: „ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო, მან როგორც პოლიტიკოსმა გვაჩვენა, რომ ლიდერია“

203
Untitled design (10)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის სინანულს გამოხატავს, რადგან შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს გული ატკინა, უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ეხმიანება.

„გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის პოლიტიკოსია, არის გულწრფელი ადამიანი – მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს“ – ბექა ოდიშარია

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, „ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო“.

„ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო, მან როგორც პოლიტიკოსმა გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი.

შოვის სტიქია არის ნამდვილად ტრაგედია. ხელისუფლებამ ეს სწორედ ასე აღიქვა და იმ მიმართულებით იმოქმედა, რომ სტიქიის შედეგები შეძლებისდაგვარად სწრაფად ყოფილიყო ლიკვიდირებული.

ამავდროულად, თუ ვინმეს რაიმე წყენა ან სულიერი ტკივილი მიადგა ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა  ბოდიში, რადგან ამას ხელისუფლება საკუთარი ხალხის ტრაგედიად აღიქვამს.

ოპოზიცია ავითარებს აზრს, თითქოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ამ ტრაგედიის შემდეგ კიდევ ვიღაცები დაჩაგროს. ამას ლოგიკური ახსნაც კი არ შეიძლება მოუძებნო.

როცა ადამიანს აზრად მოგდის, რომ ხელისუფლების სურვილია ტრაგედიაში მოხვედრილი ადამიანების დაბულინგება, დაჩაგვრა, მაშინ გამაგებინეთ რა არის არის მიზანი?“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კაპანაძე: „კობახიძემ და „რუსულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში“ 

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და თქვა, რომ სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ შოვში მეწყერს გადარჩენილ ახალგაზრდა კაცს, დავით ჯელაძეს გული ატკინა.

„ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა. მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული“ – გოგა ჩანადირი

ჩიხლაძე: „კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს“

სარჯველაძე: არავითარი სურვილი არ მქონია, ვინმეს ღვაწლი, გმირობა იოტისოდენად მაინც შემებღალა – პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g