LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე: არავითარი სურვილი არ მქონია, ვინმეს ღვაწლი, გმირობა იოტისოდენად მაინც შემებღალა – პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა

227
fot (4)

„არავითარი სურვილი არ მქონია, ვინმეს ღვაწლი, ვინმეს მონდომება, გმირობა იოტისოდენად მაინც შემებღალა და დამეკნინებინა, ამის მიზანი და განზრახვა ნამდვილად არ მქონია – პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა“, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის იმ ადამიანების კატეგორიას არ განეკუთვნება, ვისაც ადამიანის მონდომების დანახვა არ შეუძლია.

„იმ დღეს, როცა ვსაუბრობდი, ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, როცა გარკვეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება და ეს გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს ქმნის.

ის რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის რაც ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო, რა თქმა უნდა, არავის, არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი და ვინმეს გმირობა დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი რაც ირაკლიმ გააკეთა.

„მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე“ – ირაკლი კობახიძე

„ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა. მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული“ – გოგა ჩანადირი

რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა – რა თქმა უნდა, პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რამდენიმე დღის წინ,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

„დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო.. მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ითხოვდა შველას“ – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და თქვა, რომ სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ შოვში მეწყერს გადარჩენილ ახალგაზრდა კაცს, დავით ჯელაძეს გული ატკინა.

„სიმართლე არ იკარგება“ – რას წერს დავით ჯელაძე კობახიძის განცხადების შემდეგ

„ამ მოთხოვნის ადრესატი ისევ კობახიძეა, რომელმაც ახლა ორი შაური მეორედ უნდა გადაუხადოს ბოდიშის მოხდაში“ – გია ხუხაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები