ტაილანდში ნარკო პოლიციამ მუკდაჰანის პროვინციის ერთ-ერთი დიდი ქალაქის მერიის პარკინგზე ასობით კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო. ამის შესახებ The Thaiger წერს.
ნარკო მოვაჭრეების დაკავების სპეც-ოპერაცია 31 ივლისის ღამეს გაიმართა.
სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ნარკოტიკის დიდი პარტია ქალაქის მერიის სიახლოვეს უნდა გადაცვლილიყო და შემდეგ იქიდან ტაილანდის ცენტრალურ პროვინციებში მოხვედრილიყო.
ქალაქის ხელმძღვანელის ოფისიდან 2 ნაბიჯში დაიჭირეს 4 კრიმინალი, რომელთა ასაკიც 19-დან 34 წლამდეა. ჩხრეკის დროს მათ ავტომობილებში პოლიციამ 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
ეჭვმიტანილებმა უკვე აღიარეს, რომ მეტამფეტამინი მეზობელ პროვინციებში გადაჰქონდათ, მერიის ტერიტორიას კი გამცვლელ პუნქტად იყენებდნენ. გარდა ამისა, მათი საშუალებით ნარკოვაჭრობის უფრო დიდი ქსელი გაიხსნა და ამჟამად თანამძრახველებს ეძებენ.