“ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილი სპეცოპერაციისას გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს და საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა დღევანდელი სპეცოპერაციის მონაწილეებს.
გიორგი კვირიკაშვილმა, სუს-ის ხელმძღვანელთან ერთად, დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან.
