LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალბატონებო, თუ გინდათ წონის დაკლება…“ – რა იწვევს მუცლის ცხიმს, შებერილობას და ტკბილზე მოთხოვნილებას, არუნ ხათრის რეკომენდაცია

9900
არუნ ხათრი

„ქალბატონებო, თუ გინდათ წონის დაკლება… მეტი ძილი გჭირდებათ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი წერს.

„თუ წონაში დაკლება გსურთ, ასე იკვებეთ…“ – არუნ ხათრი ფენუგრიკის თესლის სასარგებლო თვისებებზე

არუნ ხათრი ამბობს, რომ ქალებს, რომლებსაც სძინავთ 7-9 საათი, უფრო მარტივად იკლებენ წონაში.

მისი თქმით, „ძილი სიზარმაცე არ არის, ეს არის ქალის ჰორმონული თერაპია“:

„ქალბატონებო, თუ გინდათ წონის დაკლება… მეტი ძილი გჭირდებათ. ეს ხუმრობა არ არის. ეს არის ჰორმონების მეცნიერება. ქალებს, რომლებსაც სძინავთ 7–9 საათი, უფრო მარტივად იკლებენ ცხიმს, რადგან ძილი აკონტროლებს ორ მთავარ შიმშილის ჰორმონს – გრელინი, ჰორმონი, რომელიც გეუბნება „მშიერი ვარ“, ლეპტინი – ჰორმონი, რომელიც გეუბნება „კმარა, დანაყრდი“.

როცა კარგად გძინავს გრელინი იკლებს, ლეპტინი იზრდება, ამიტომ ნაკლებს ჭამ, შაქარი აღარ გინდა და ცხიმი ბუნებრივად იწვის. როცა ძილი არ გყოფნის გრელინი იმატებს, ლეპტინი იკლებს – ტვინი ფიქრობს, რომ შიმშილობ, თუნდაც უკვე ჭამე. სწორედ ამიტომ იწვევს უძილობა მუცლის ცხიმს, შებერილობას და გაუთავებელ ლტოლვას ტკბილზე…

ძილი სიზარმაცე არ არის, ძილი არის ქალის ჰორმონული თერაპია“, – წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.

👩‍🦰 ქალბატონებო, თუ გინდათ წონის დაკლება… მეტი ძილი გჭირდებათ ეს ხუმრობა არ არის ეს არის ჰორმონების მეცნიერება ქალები,…

Posted by Arun khatri on ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g