ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ფიცს ვერ დადებს, რადგან საზოგადოებას არჩევნების არ სჯერა.
მაჭუტაძის თქმით, ხალხმა უნდა დაიბრუნოს საქართველო, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა.
„ქალბატონი არარჩეული პრეზიდენტი ვერ დადებს ფიცს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჯერა მათი პატიოსნების. ქართველი ხალხი ამბობს უარს ძალმომრეობაზე და დიახ-ს ეუბნება ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ამავე დროს არის ქართული. გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელსაც თქვენ დაიბრუნებთ რომელიც ოლიგარქმა მიიტაცა,“ – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ აქციაზე.