ბრიტანელმა პროფესორმა, ეპიდემიოლოგ ნილ ფერგიუსონმა, რომლის რეკომენდაციითაც დიდ ბრიტანეთში მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს, კარანტინი თავად დაარღვია. მიზეზად მეგობარი ქალის სტუმრობა სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბიბისი ავრცელებს.
მათი ცნობით, ნილ ფერგიუსონთან, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან მოქმედი საბჭოს წევრია, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში სულ მცირე ორჯერ იმყოფებოდა მეგობარი ქალი.
“მომხდარის გამო ფერგიუსონმა საბჭო დატოვა. სკოტლანდ იარდში პროფესორის საქციელს „სამწუხარო“ უწოდეს, თუმცა ჯარიმის გამოწერაზე უარი თქვეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ფერგიუსონის მიერ მთავრობასთან მოქმედი საბჭოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას „სწორი ნაბიჯი“ უწოდა. ფერგიუსონი თავადაც იყო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული. თავის განცხადებაში პროფესორმა ბოდიში მოიხადა” – წერია გამოცემაში.
