LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ახალი პროექტი დაიწყო

135
0130093812-467080491357262-706645482830078997-n

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახალი პროექტი „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ დაიწყეს. პროექტი ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში დაიწყო, რომელიც მთელ მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე.

სამწლიანი პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვემო ქართლსა და გურიას. მისი მიზანია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფა, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერება. ამავდროულად, პროექტის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

პროექტის მიზნების მისაღწევად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად ითანამშრომლებენ სახელმწიფო უწყებებთან ქალთა მიმათ ძალადობის აღმოფხვრაზე მიმართული სერვისების მიმწოდებლებთან, ქალთა უფლებების დამცველებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისევე როგორც მედიასთან და სამიზნე რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებებთან.

პოპულალურები