საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მეწარმეებს მიეძღვნა.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში Startup Grind-ის სამი ვორქშოპი ჩატარდა.
პირველი ვორქშოპი Quickshipper-ის დამფუძნებელმა მარიამ ახვლედიანმა ჩაატარა. მან ისაუბრა ქართული სტარტაპის Elvis-ის Quickshipper-ად ტრანსფორმაციაზე, ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასევე, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
მორიგ ვორქშოპს ნატო ჩაკვეტაძე გაუძღვა, რომელიც პროექტ მენეჯერი, განათლების, მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით სტრატეგიული კონსულტანტი გახლავთ. მან დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა, თუ როდის და საიდან დაიწყო საქართველოს სტარტაპ გარემოს განვითარება, რა გამოწვევები და შესაძლებლობები ახლდა თან და როგორ შეუძლიათ დამწყებ მეწარმეებს გლობალურ ბაზარზე გასვლა.
მესამე ფორქშოპზე კი, Helio AI-ის დამფუძნებელმა იაკო ჯიქიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა, თუ რატომ ხდება მისი გამოყენება აუცილებელი თანამედროვე სამყაროში და რატომ უნდა იყენებდნენ სტარტაპები მას ყოველდღიურად.
ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის – იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
(R)