პარტია “მოქალაქეების” ლიდერი და დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი იუსტიიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს პასუხობს. ელისაშვილის განცხადებით, წულუკიანი “აშკარად დაუკრეფავში გადავიდა და ზღვარს გასცდა.” “მოქალაქეების” ლიდერმა ისიც თქვა, რომ ის რომ ქალი რ ყოფილიყო და რეგლამენტს საშუალება მიეცა, პასუხს სხვანაირად გასცემდა. ამ განცხადებით მან “ქართული ოცნების” წევრის მისდამი გუშინ პარლამენტში გაჟღერებულ კრიტიკას უპასუხა.
„მე ძალიან კონკრეტული პრობლემის შესახებ ვისაუბრე. ვისაუბრე კონკრეტული სისხლის სამართლის პრობლემის შესახებ. ბათუმის ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ბულვარში, ძეგლში მიმდინარეობს სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე ადგილობრივი ხელისუფლება თვალს ხუჭავს.
შემზარავი მოსასმენია ქალბატონი წულუკიანისგან. მერე მე არ მომეცა პასუხის საშუალება,თორემ, რა თქმა უნდა, იმავე ტონალობით არ ვუპასუხებდი, როგორც ის მელაპარაკებოდა. რა ვქნა, ქალია. მე ასე ვერ ვეტყოდი, მაგრამ გამაოგნებელი იცით რა არის, იურისტი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომ ამბობს – ხო, ეს შეცდომაა. შეცდომასა და დანაშაულს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში 19-სართულიანი კორპუსის შენება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,” – განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ელისაშვილსა და წულუკიანს შორის შელაპარაკება ამჯერად ბათუმის ბულვარის თემის საკითხზე მოხდა.