74 წლის ეკვადორელი ქალი, რომელიც ოჯახის ინფორმაციით, მარტში კორონავირუსისგან გარდაიცვალა, ცოცხალი აღმოჩნდა. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, საავადმყოფომ მიცვალებულების აღრიცხვისას შეცდომა დაუშვა.
როგორც ირკვევა, მარური რამდენიმე დღის წინ სამკვირიანი კომიდან გამოვიდა და დასთან შეხვედრა ითხოვა. სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინეს მედიკოსებმა დაშვებული შეცდომა.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფომ განცხადებაც გაავრცელა და საჯაროდ ბოდიში მოიხადა.
ბოლო მონაცემებით, ვირუსმა ეკვადორში 600 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროისთვის, “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 22 ათასი შემთხვევაა აღრიცხული.
De no creer. Alba Maruri, 74 años, paciente de Covid-19 fue dada por muerta el 27 de marzo en hospital del Suburbio y su familia recibió sus cenizas. Resulta que cremaron a otra persona y Alba estuvo inconsciente 3 semanas hasta ayer, que preguntó por su hermana. #Guayaquil pic.twitter.com/vuTvbrGpz8
— LaHistoria (@lahistoriaec) April 25, 2020