LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელსაც კასპში, ყოფილმა მეუღლემ დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

174
თათია ლომინაძე

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კასპში, ყოფილმა მეუღლემ დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი დაწვა სცადა, საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

თათია ლომინაძეს მკურნალობა თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, მას სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო.

ინფორმაციისთვის, შემთხვევა კასპში 25 სექტემბერს მოხდა. ყოფილმა მეუღლემ მშობლების სახლში მცხოვრებ თათია ლომინაძეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა – რას ჰყვებიან ადგილობრივები

ბრალდებულ ზურაბ ბურდულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დააკავეს პირი, რომელმაც ყოფილ ცოლს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მისი დაწვა სცადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g