ქალიდმა ახალი დისკის დეტალები გაამხილა. Free Spirit – ასე ჰქვია 21 წლის შემსრულებლის მომავალ, მეორე სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს 5 აპრილს იხილავს.
ამერიკელმა მომღერალმა თაყვანისმცემლებს ფირფიტის გარეკანიც წარუდგინა, რომელზეც ახალგაზრდა ვარსკვლავი ,,თავისუფალ სულს” განასახიერებს.
ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ ერთი დღით მსოფლიოს კინოთეატრებში, კრებულის მხარდასაჭერად გადაღებული მოკლე ფილმის პრემიერა შედგება. სურათის რეჟისორი ემილ ნავაა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქალიდმა Disclosure-თან თანამშრომლობით ჩაწერილი სიმღერა Talk გამოუშვა, რომელიც, როგორც გაირკვა, სიახლის ლიდ სინგლია.
ქალიდმა Disclosure-თან კოლაბორაცია წარმოადგინა (აუდიო)