LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალიშვილობის ინსტიტუტი კაი ხანია ჩაბარდა წარსულს, ვფიქრობ ეს კარგია, ჩვენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებდით ქალს, საზოგადოება უფრო ლმობიერი უნდა იყოს ქალის მიმართ“ – ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი

391
ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი

ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი საზოგადოებას ქალების მიმართ მეტი ლმობიერებისა და ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტის გადაფასებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს დოგმა, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიაში ყველაზე მტკივნეულ საკითხად ითვლებოდა, სინამდვილეში არ არის ქალის სიწმინდის ეტალონი.

როგორც ჟურნალისტი ზვიად სირაბიძის გადაცემა „პროექციის“ ანონსში აცხადებს, ისტორიულად დამკვიდრებული კანონები ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებრივ განვითარებასა და თავისუფლებას.

„ქალიშვილობის ინსტიტუტი კაი ხანია ჩაბარდა წარსულს, ეს კავკასიაში ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო…

ეს არ არის ცუდი ამბავი, როდესაც ადამიანი სიმწიფის ასაკში შედის და სქესობრივად მწიფდება, მას უჩნდება გარკვეული ინტერესები, გარკვეული ლტლოვა, შეიძლება მან ამ დროს გადადგას ნაბიჯი, რამაც შეიძლება ის დოგმა, კანონი რომ ქალი ქალიშვილად უნდა ჩაბარდეს ქმარს, დაირღვეს, იმიტომ რომ იმ მომენტში, ეს იყო მისი პარტნიორი.

ამის გამო, ამ ქალის ცხოვრება პრობლემად არ უნდა იქცეს, რომ მან არჩეულ მეუღლეს მანამდე სხვა ანაცვალა. ქალი ხომ თავისუფალი არსებას თავისი არსით, სიცოცხლის საწყისია, არ არსებობს მამაკაცი ქალისგან არ იყოს შობილი, ასე მკაცრად ქალის მიმართ ნუ იქნებიან განწყობილი, ეს არ არის ერთგულება…

მე მინახავს ქალიშვილად ჩაბარებულ ქალს ქმრისთვის ისე უღალატია, რომ შეიძლება, ბოდიში, უხეშად ვამბობ, საროსკიპოდან გამოყვანილმა უფრო უერთგულოს, ვიდრე ასეთმა.

„ქალიშვილობის ინსტიტუტი“ ხელშეუხებლობისა და სიწმინდის ეტალონად არ გამოდგება, ეს სჭირდებოდა ისევ მამაკაცს და არა, ქალს. მამაკაცი არის პატივმოყვარე და ჰეგემონი…

ვფიქრობ ეს კარგია, ჩვენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებდით ქალს, საზოგადოება უფრო ლმობიერი უნდა იყოს ქალის მიმართ”

გადაცემის სრული ვერსია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვირას, 15 მარტს, 22:00 საათზე გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები