იტალიელმა გოგონამ გადაწყვიტა, რომ ადამიანისებრ კატად გადაიქცეს და ტრანსფორმაცია უკვე დაიწყო. ამის შესახებ New York Post წერს.
22 წლის კიარა დელ აბატემ თავის სხეულში უკვე 20-ზე მეტი ცვლილება შეიტანა და მათი უმრავლესობა ვიზუალურ მოდიფიკაციას და კატასთან მაქსიმალურად მიმსგავსებას ემსახურებოდა. კიარა აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს თავის სოცქსელებში და მისი პოსტები მილიონობით ნახვას აგროვებს.
გოგონას თქმით, კატად გადაქცევის იდეა მას გამომწერებმა მიაწოდეს, გულშემატკივრები მას მუდმივად უმეორებდნენ რომ სწორედ ამ ცხოველს ჰგავდა.
„ვფიქრობ, ქალი-კატა ჩემთვის ძალიან შესაფერისი ტრანსფორმაციაა, რადგან კატები ყოველთვის მიყვარდა და სწორი მოდიფიკაციებით ძალიანაც მაგარ ვიზუალს მივიღებ“ – უთხრა იტალიელმა ჟურნალისტებს.
კატასთან მეტი მსგავსებისთვის გოგონამ ყურები უფრო წვეტიანი გაიხადა, თვალებზე ტატუირება გაიკეთა. მომავალში ის ზედა ტუჩის გაჭრას, კბილების ფორმის შეცვლას და თვალებზე ოპერაციის გაკეთებას აპირებს.