აშშ-ში ვირჯინიას შტატის მკვიდრმა ლატარიის 6 ბილეთი იყიდა და ყველა მათგანით მოიგო. სააგენტო Upi-ს ინფორმაციით, ქალი 180 ათასი დოლარით გამდიდრდა.
ლატოია ბერკის თქმით, მან გადაწყვიტა გამოეცადა იღბალი, ამიტომ სპეციალურად ერთნაირი ბილეთები იყიდა. ყველა ბილეთი წარმატებული აღმოჩნდა: მათზე დატანილი ნომრები მომგებიან კომბინაციებს დაემთხვა.
„ციფრები შევამოწმე და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა“, – განაცხადა გამარჯვებულმა. თუ რას მოახმარს მოგებულ თანხას, ქალს ჯერ არ გადაუწყვეტია თუმცა მთავარი პრიორიტეტი ნამდვილად დასვენება იქნება.