LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მოღალატე შეყვარებულს მესის ავტოგრაფიანი მაისური გაუჩუქა

123
Capture

არგენტინელმა ქალმა შეყვარებული ღალატში გამოიჭირა და შურის საძიებლად მისი ნივთების უცხო ადამიანებზე გაჩუქება გადაწყვიტა. ამის შესახებ What’s the Jam? წერს.

კენდელა ფასინომ ძალიან გააკვირვა თავისი გამომწერები, როცა ამერიკის თასის ბილეთების გათამაშება მოაწყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფასინომ ამ გზით პარტნიორზე შურისძიება გადაწყვიტა, რადგან გაიგო, რომ მამაკაცმა მას საუკეთესო მეგობართან უღალატა. ბილეთები ყოფილის ნაყიდი იყო, თუმცა ფასინოსთან სახლში ინახებოდა.

ქალმა მეორე დღეს ვიდეო დადო, სადაც გამარჯვებულს ბილეთები გადასცა და თან კიდევ უფრო მეტად ძვირფასი რამის გათამაშების პირობაც დადო. არგენტინელმა მოგვიანებით მესის მაისური გამოიტანა, რომელსაც ფეხბურთელის ავტოგრაფი ამშვენებდა და იკითხა, თუ ვის სურდა ამ პრიზის მიღება. ასეთი საჩუქრის მოსაპოვებლად ათასობით კომენტარი დაგროვდა.

გულგატეხილმა ქალმა გამომწერებს უამბო თუ როგორ გაიგო შეყვარებულის ღალატის შესახებ მაშინ, როცა მეგობრებთან ერთად არგენტინა-კანადის მატჩს უყურებდა. მას ბევრი არ უფიქრია და მოღალატე ცხოვრებიდან ამოშალა, მისი საყვარელი ნივთები კი უცნობ ადამიანებს ჩამოურიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები