ამერიკელი ქალი საკუთარ თავზე დაქორწინდა და ქორწილის გასაკეთებლად საკმაოდ დიდი თანხაც დახარჯა. უჩვეულო სიყვარულის ისტორიაზე New York Post წერს.
39 წლის ენდრია ჯონსონმა პირველი ოჯახი 2015 წელს შექმნა. ქალის ყოფილი მეუღლე მასზე 14 წლით უფროსი იყო და დროთა განმავლობაში სწორედ ეს ფაქტი გახდა ბევრი გაურკვევლობისა და კონფლიქტის მიზეზი. შედეგად 2018 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ჯონსონი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას, რომელიც მეუღლესთან დაშორების შემდეგ დაეწყო და სულიერ ტკივილთან გასამკლავებლად ფსიქოლოგთანაც დადიოდა. გარკვეული დროის შემდეგ ის მიხვდა, რომ ტკივილისგან გათავისუფლებაში საკუთარი თავის შეყვარება დაეხმარებოდა. „პირველ ქორწინებაში დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან სხვა ადამიანს ვაჩუქებ ხოლმე უპირობო სიყვარულს და ამ სიყვარულისთვის ჩემი თავი არ მემეტებოდა.“
ამის გააზრების შემდეგ ქალმა საკუთარ თავზე გადაწყვიტა დაქორწინება. ენდრიამ თავის თავს ხელი სთხოვა და რამდენიმე თვეში ქორწილიც გადაიხადა.